06 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
საპროტესტო აქცია გერმანიის ქალაქ ჰანოვერში არეულობაში გადაიზარდა

საპროტესტო აქცია გერმანიის ქალაქ ჰანოვერში არეულობაში გადაიზარდა. ქალაქში ულტრამემარჯვენე პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის ყრილობა მიმდინარეობს, რომელზეც გაერთიანების ახალი ლიდერები უნდა აირჩიონ.

უსაფრთხოების გაძლიერებისა და სამართალდამცველთა მობილიზების მიუხედავად, ადგილზე ასობით მემარცხენე დემონსტრანტი შეიკრიბა. მათ ქუჩები გადაკეტეს და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. არეულობის გამო პარტიის ყრილობა ერთსაათიანი დაგვიანებით გაიხსნა. 

დღის ამბები