06 ოქტომბერი 2024,   12:20
ვრცლად
ბარსელონაში კატალონიის დაკავებული ლიდერების მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია-კონცერტი გაიმართა

ბარსელონაში კატალონიის დაკავებული ლიდერების მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია-კონცერტი გაიმართა.

ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარებულ ღონისძიებას ათასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი და პარლამენტის სპიკერი. ისინი კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე 8 პოლიტიკოსისა და ორი აქტივისტის ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

კონცერტიდან შემოსული თანხა ე.წ. სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და დაკავებულების შესაძლო გირაოს გადასახდელად გამოიყენებენ.

თავად კატალონიის ყოფილი ლიდერი, კარლეს პუჩდემონი, რომელიც ამ დრომდე ბელგიაში იმყოფება, მოსახლეობას მოუწოდებს, 21 დეკემბრის ვადამდელ არჩევნებს, როგორც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მეორე ტურს, ისე მიუდგნენ.  

დღის ამბები