06 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
მაიკ პომპეო აშშ-ის სახელმწიფო მდივნად მის შესაძლო დანიშვნაზე კითხვებს არ პასუხობს

აშშ-ის ცენტრალური სადაზრევო სააგენტოს ხელმძღვანელი სახელმწიფო მდივნის პოსტზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

შეკითხვა ამ საკითხზე მაიკ პომპეომ რონალდ რეიგანის სახელობის ბიბლიოთეკაში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე უპასუხოდ დატოვა. პომპეომ მხოლოდ ის განაცხადა, რომ საკუთარი სამუშაოს შესრულებაზეა ორიენტირებული.

ცნობა იმის შესახებ, რომ თეთრი სახლი რექს ტილერსონის ჩანაცვლებას გეგმავს, ამერიკულმა მედიამ სამი დღის წინ გაავრცელა. ინფორმაცია უარყო პრეზიდენტმა ტრამპმა, თავად სახელმწიფო მდივანმა კი მას "სასაცილო" უწოდა. 

დღის ამბები