06 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
ჩვენ საკმარისი საზრუნავი გვაქვს და არ მივისწრაფვით გეოპოლიტიკური თამაშებისკენ - სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი ევროკავშირის ქვეყნებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ანტირუსული მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუსული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ლავროვის თქმით, მოსკოვში ასევე ხედავენ, როგორ იქცევიან მათი უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი კოლეგები, თუმცა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, ისინი ვერ შეძლებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სრული სქემის ანტირუსულ მიმართულებაზე გადაყვანას.

ინტერვიუს დროს სერგეი ლავროვმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიც მწვავედ გააკრიტიკა.

დღის ამბები