06 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ თელავივში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ თელავივში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. "სირცხვილის მარში" - ასე უწოდეს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ მსვლელობას, რომელშიც 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

დემონსტრანტები ბენიამინ ნეთანიაჰუს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდნენ და იმ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც პრემიერ-მინისტრს სისხლის სამართლებრივი დევნისგან დაიცავს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის გვარი ერთ-ერთ კორუფციულ საქმეში ფიგურირებს. ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალს სდებენ, რომ ის ებრაელი კინოპროდიუსერისგან და ბიზნესმენისგან წლების განმავლობაში ძვირადღირებულ საჩუქრებს იღებდა. საქმესთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერი და მისი მეუღლე უკვე რამდენჯერმე დაიკითხნენ.

დღის ამბები