06 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
სამხრეთ კორეის დასავლეთ სანაპიროსთან მომხდარ კატასტროფას 13 ადამიანი ემსხვერპლა

13 ადამიანი ემსხვერპლა კატასტროფას სამხრეთ კორეის დასავლეთ სანაპიროსთან. სათევზაო ნავი 330-ტონიან სატვირთო ტანკერს შეეჯახა და ჩაიძირა.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

სამხრეთ კორეის სანაპირო დაცვის ცნობით, ისინი კიდევ ორ დაკარგულ ადამიანს ეძებენ, მათ შორის კაპიტანს.

კატასტროფის დროს სათევზაო ნავის ბორტზე 20 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. 7 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეჯახება, რომლის ზუსტი მიზეზიც ამ დრომდე უცნობია, სათევზაო ნავის მიერ პორტის დატოვებიდან 9 წუთში მოხდა.

დღის ამბები