22 დეკემბერი 2024,   15:45
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - პოლიციის მთავარ სამმართველოში ჩვენებას დაკავებულის თანატოლები აძლევენ

თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ახალგაზრდას ოფიციალურად ბრალი უკვე წარუდგინეს. ცნობილი ხდება, რომ დაკავებული არასრულწლოვანის ინტერესებს აღარ იცავს სახაზინო ადვოკატი. 

სავარაუდოდ, პროკურატურა ხვალ მიმართავს სასამართლოს და ამის შემდეგ ჩაინიშნება პროცესი.

გავრცელებული ცნობით, მას სახაზინო ადვოკატი იცავდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ არასრულწლოვან პირს ინტერესების დამცველი ოჯახმა აუყვანა.

პარალელურად, პოლიციის მთავარ სამმართველოში პირველ დეკემბერს მომხდართან დაკავშირებით ჩვენებას აძლევენ დაკავებულის თანატოლები.

მთავარ სამმართველოში რამდენიმე არასრულწლოვანი შეიყვანეს და როგორც ცნობილია, მათ გამოძიების ფარგლებში დაკითხავენ.

ჟურნალისტებთან კომენტარი არც ერთმა მათგანმა არ გააკეთა.  

გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი არასრულწლოვანია დაკავებული, ხოლო მეორე ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

 

 

დღის ამბები