22 დეკემბერი 2024,   15:47
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეასთან ომის რისკი ძალიან მაღალია - დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ომის რისკი ძალიან მაღალია, თუმცა შეიარაღებული კონფლიქტი პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არ არის.

განცხადება ამის შესახებ ჰერბერტ მაკ-მასტერმა კალიფორნიაში, უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა.

მისი თქმით, ფხენიანის ბირთვული ამბიციები ამ ეტაპზე შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

მაკ-მასტერის აზრით, იმისთვის, რომ კიმ ჩენ ინმა საკუთარ განზრახვაზე უარი თქვას, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები კიდევ უფრო უნდა გაერთიანდნენ.

დღის ამბები