18 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოს სკოლებში საპატრულო პოლიცია გამოჩნდება

ხორავას ქუჩაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოს სკოლებში საპატრულო პოლიცია გამოჩნდება. დღეს კი ეკიპაჟები უკვე იმორიგევებენ 51-სთან და 1 ექსპერიმენტულთან. ამავე სკოლებში დღეს იმუშავებენ ფსიქოლოგების დამატებითი ჯგუფები.

გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებმა გუშინ მიიღეს. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძლიერდება უსაფრთხოების ზომები და მანდატურის სამსახურის როლის, ასევე თანამშრომლობა მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის.

დანაშაულის პრევენციისთვის იქმნება უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იმუშავებენ, როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დღის ამბები