06 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
ნიუ იორკში მამაკაცებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა

ნიუ იორკში მამაკაცებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. ინციდენტი ერთ-ერთი ბარის წინ, ავტოსადგომზე მოხდა. კონფლიქტის მონაწილე პირმა ჯერ ორი ადამიანი დანით დაჭრა, შემდეგ კი ავტომობილით ტროტუარზე მყოფებს დაეჯახა.

შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ის 22 წლის ადგილობრივი აღმოჩნდა. გამოძიება მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებს.

დღის ამბები