22 დეკემბერი 2024,   15:49
ვრცლად
"სისხლით სავსე თბილისი" - საპროტესტო აქცია სუს-თან 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ორგანიზებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, ბოლო პერიოდში თბილისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

კერძოდ, ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროულად გამოძიებას ითხოვენ.

„არა ტერორისტები თბილისში!“ - აქციის მონაწილეებს მოდულის შენობასთან ამ შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ მიტანილი.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. 

დღის ამბები