07 დეკემბერი 2024,   06:26
ვრცლად
51-ე სკოლის დირექტორი დაკითხვაზე იმყოფება

51-ე სკოლის დირექტორი დაკითხვაზე მივიდა. ამ წუთებში მანანა თურქაძე სამართალდამცავებს ჩვენებას აძლევს. მას მთავარ სამმართველოში კითხავენ. მედიასთან მანანა თურქაძემ მოკლე კომენტარი გააკეტა და აღნიშნა რომ კიტხვებზე პასუხების გაცემას გეგმავს. 

რამდენიმე საათის წინ პოლიციას ჩაბარდა ძებნილი არასრულწლოვანიც.

საგამოძიებო მოქმედებები ორი მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით გრძელდება. 

ამ დროისათვის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე ხუთი პირია დაკავებული. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე არასრულწლოვან ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კიდევ სამ სრულწლოვანს კი გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება. მათგან ერთ-ერთი მშობელია, რომელმაც მისივე შვილებისაგან შეიტყო ორი მოსწავლის მკვლელობის შესახებ, თუმცა, პოლიციას არ შეატყობინა და ერთ-ერთ ბრალდებულს მიმალვაში დაეხმარა.

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს.

დღის ამბები