22 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაში ბრალდებული არასრულწლოვანი პოლიციას ჩაბარდა

ხორავას ქუჩაზე  მომხდარ ტრაგედიაში ბრალდებული არასრულწლოვანი პოლიციას ჩაბარდა. სამართალდამცველები მას დაახლოებით 75 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

განყოფილებაში ის რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. 

ამ დროისათვის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე ხუთი პირია დაკავებული. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე არასრულწლოვან ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კიდევ სამ სრულწლოვანს კი გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება. მათგან ერთ-ერთი მშობელია, რომელმაც მისივე შვილებისაგან შეიტყო ორი მოსწავლის მკვლელობის შესახებ, თუმცა, პოლიციას არ შეატყობინა და ერთ-ერთ ბრალდებულს მიმალვაში დაეხმარა.

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ პასუხისგებაში მისაცემ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს.

დღის ამბები