22 დეკემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ადამიანის წამებაში მსჯავრდებული სამი პატიმარი საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად საქმის გადასინჯვას ითხოვს

ადამიანის წამებაში ბრალდებული სამი პატიმარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ბექა გელხაური, ლევან ლიპარიძე და საბა ჯინჭარაძე „კურიერს“ თავად დაუკავშირდნენ. ისინი  საქალაქო სასამართლომ 2015 წელს გიორგი მილაშვილის წამებაში დამნაშავედ ცნო და 10-10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მსჯავრდებულები ამტკიცებენ, რომ მათი საქმე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პიარისთვის გამოიყენა.

2015 წელს პატიმრის წამების ფაქტზე გელხაურთან, ლიპარიძესთან და ჯინჭარაძესთან ერთად კიდევ 4 პირი გაასამართლეს. საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უფლებადამცველებმა სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე თვის წინ გაასაჩივრეს, თუმცა სხდომა არაერთხელ გადაიდო. პატიმრების ოჯახის წევრები დღეს პროკურატურასთან საქმის თავიდან გამოძიების და ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის მოთხოვნით შეიკრიბნენ.

დღის ამბები