06 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
6, უმეტესად მუსლიმური ქვეყნის წარმომადგენლების აშშ-ში შესვლის აკრძალვას სასამართლომ მხარი დაუჭირა

შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის საემიგრაციო შეზღუდვებს დაუჭირა მხარი. მოსამართლეებმა, თეთრი სახლის ადმინისტაციას უფლება მისცეს აამოქმედოს
6, უმეტესწილად მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეერთებული შტატებში შესვლის აკრძალვის დადგენილება.

დონალდ ტრამპის ბრძანება, ირანის, ლიბიის, სომალის, სირიის, იემენისა და ჩადის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ამერიკული მედიის ცნობით, უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, რადგან პრეზიდედნტის დადგენილებას ამ დრომდე სხვადასხვა შტატის ფედერალური სასამართლოები განიხილავენ. მანამდე, ქვედა ინსტანციების სასამართლომ ბრძანების შესრულება დადგენილების შესაძლო დისკრიმინაციული ხასიათის გამო შეაჩერა. 

დღის ამბები