06 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
პოლიტიკური დაკავებები რადიკალურად შეამცირებს დასავლეთის ნდობას უკრაინის მიმართ - კარლ ბილდტი

კიევში განვითარებულ მოვლენებს შვედეთის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი კარლ ბილდტი Twitter-ში ეხმაურება, რომელიც ვითარებას შემაშფოთებელს უწოდებს.

„პოლიტიკური დაკავებები რადიკალურად შეამცირებს დასავლეთის ნდობას უკრაინის მიმართ. დღის ბოლოს მთავარი უსაფრთხოების საკითხი იქნება,“ - წერს კარლ ბილდტი.

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერების მიერ მისი გათავისუფლების შემდეგ, რადას შენობის წინ იმყოფება და უკრაინელებს მიმართავს.

დღეს დილით, უკრაინის სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ხოლო დაკავებიდან 4 საათის შემდეგ, ის მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს.

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალად 256-ე მუხლის დარღვევა წარუდგინა, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ მიერ ჩადენილი დანაშულის დაფარვას ედავება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები