06 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის პოლიციის მანქანიდან გათავისუფლების საქმეზე კიევის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის პოლიციის მანქანიდან გათავისუფლების საქმეზე კიევის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროკურატურაში განმარტავენ, რომ "სისხლის სამართლის საქმის წარმოება" სახალხო დეპუტატების მხრიდან სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს".

გამოძიებას ქალაქ კიევის უსაფრთოების სამსახურის მთავარი სამმართველო უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლით აწარმოებს, რაც თანამდებობების დაკავების აკრძალვას ან 4 წლემადე თავისუიფლების აღკვეთას ითვალიწსინებს.

მიხეილ სააკაშვილი თითქმის 4 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული, თუმცა, სამართალდამცავების მანქანას ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ და რამდენიმე მცდელობის შემდეგ ის გაათავისუფლეს.

დღის ამბები