06 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
კიევში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო მედია ეხმაურება

კიევში განვითარებულ მოვლენებს მსოფლიო მედია ეხმაურება. "დასავლეთმა უკრაინაში არასწორ ადამიანს დაუჭირა მხარი" სტატიას ამ სათაურით გამოცემა "Bloomberg" აქვეყნებს. ავტორი მიიჩნევს, პოროშენკოს უხეში ქმედებები ყველაზე აქტიური ოპონენტის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიმართ აჩვენებს, რომ მას იანუკოვიჩის მსგავსად, შეუძლია შეუბრალებელი იყოს.

"მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძვების უშედეგო მცდელობის შემდეგ, პოროშენკოს სამართალდამცველებმა ქართული წარმოშობის პოლიტიკოსის მოკავშირეების დეპორტაცია განახორციელა," - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ვრცელ სტატიას უკრაინაში პოლიტიკურ დაპირისპირებას უძღვნის "Deutsche Welle". სტატიის ავტორის აზრით, სააკაშვილის საქმე პოროშენკოს დასასრულის დასაწყისი იქნება. 

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს "The new york times".

უკრაინის ხელისუფლებისთვის დამამცირებელს უწოდებს მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობას ფრანგული გამოცემა "Le Monde". სტატიაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობა, ხელისუფლების სისუსტესა და უუნარობას აჩვენებს.

გუშინ კიევის ცენტრში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს ყველა წამყვანი მედია საშუალება - მათ შორის "რადიო თავისუფლება", "Euronews", "Washington post" და "ABC".

დღის ამბები