06 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
ევროკავშირი უკრაინისგან ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას მოითხოვს

ევროკავშირი უკრაინის ხელისუფლებისგან ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფას მოითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. 

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის მთავარი ელემენტი ევროკავშირი-უკრაინის ურთიერთობის განვითარებაში, რომელსაც ემყარება სხვა რეფორმების წარმატება. გენერალური პროკურორის ოფისის მიერ კორუფციული გამოძიების გასაჯაროება მნიშვნელოვნად ასუსტებს უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს შესაძლებლობას, ეფექტურად აწარმოოს გამოძიებები და ძირს უთხრის კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიმართ საზოგადოების ნდობას," - მიაჩნიათ ევროკავშირში.

დღის ამბები