06 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
კალიფორნიის ტყის ხანძარი ლოს ანჟელესს უახლოვდება

კალიფორნიის ტყის ხანძარი ლოს ანჟელესს უახლოვდება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობენ. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 1 ადამიანი.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახლების დატოვება 200 ათასზე მეტ ადგილობრივს მოსთხოვა. ცეცხლმა 200-ზე მეტი შენობა გაანადგურა. სტიქიური უბედურების გამო, დაზარალებულ რეგიონში დახურულია ასობით სკოლა, პარალიზებულია საავტომობილო მიმოსვლა.

დამწვარია 100 ათას აკრზე მეტი ტერიტორია. 

დღის ამბები