06 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ისრაელმა ღაზას სექტორის მხრიდან საჰაერო თავდასხმა მოიგერია

ისრაელმა ღაზას სექტორის მხრიდან საჰაერო თავდასხმა მოიგერია. ისრაელის არმიის ინფორმაციით, შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, ღაზას სექტორის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით 2 რაკეტა გაისროლეს, 2-ვე მათგანი ისრაელის ტერიტორიაზე მიღწევამდე ჩამოვარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. პასუხისგებლომა მომხდარზე ერთ-ერთმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ აიღოი.

საპასუხოდ, ისრაელის არმიამ ღაზას მოძრაობა "ჰამასის" პოზიციებზე მიიტანა იერიში. პარალელურად, გვიან ღამემდე გრძელდებოდა საპროტესტო აქციები პალესტინასა და იორდანეში, სადაც ასობით ადამიანი შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას აპროტესტებდა.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას თურქეთის დედაქალაქშიც საპროეტსტო აქციით შეხვდნენ. მიტინგმა ანკარაში შეერთებული შტატების საელჩოსთან მშვიდობიანად ჩაიარა. 

დღის ამბები