06 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
შეერთებული შტატები არასდროს შეეგუება ყირიმის ანექსიას - რექს ტილერსონი

შეერთებული შტატები არასდროს შეეგუება ყირიმის ანექსიას. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ვენაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

რექს ტილერსონის თქმით, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მანამდე დარჩება ძალაში, სანამ რუსეთი ყირიმზე კონტროლს უკრაინულ მხარეს არ დაუბრუნებს და დონბასის რეგიონიდან სამხედრო ძალებს არ გაიყვანს.

შეხვედრაზე სერგეი ლავროვმა მინსკის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და პირობების დარღვევაში ოფიციალური კიევი დაადანაშაულა. 

დღის ამბები