06 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
ნიუ მექსიკოს შტატში შეიარაღებულმა მამაკაცმა სკოლაში ცეცხლი გახსნა - 2 მოსწავლე დაიღუპა

3 ადამიანი ემსხვერპლა სროლას შეერთებულ შტატებში. შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ნიუ მექსიკოს შტატში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში გახსნა. შედეგად 2 მოსწავლე დაიღუპა. თავად თავდამსხმელი საპასუხო სროლის დროს პოლიციამ ადგილზე მოკლა.

წინასწარი ინფორმაციით, ის ამავე სკოლის სტუდენტი იყო. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებისთვის ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივი. 

დღის ამბები