06 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
ვატიკანში საშობაო სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

ვატიკანში საშობაო სეზონი საზეიმოდ გაიხსნა. წმინდა პეტრეს მოედანზე საშობაო დეკორაციები და ნაძვის ხე გაანათეს. გიგანტური მარადმწვანე ხე ვატიკანში წელს პოლონეთიდან ჩაიტანეს. 28 მეტრიანი ნაძვი ვატიკანს ქალაქ ელკის არქიეპისკოპოსებმა აჩუქეს.

კიდევ ერთი საჩუქარი კათოლიკურმა ეკლესიამ მონტე-ვერგინის საბატოდან მიიღო. იტალიელმა სასულიერო პირებმა ვატიკანში შობის სცენა გააგზავნეს, რომელიც მე-18 საუკუნის ნეოპოლიტანურ სტილშია შესრულებული.

დეკორაციების განათების ცერემონიას ვატიკანის მთავარ მოედანზე ასობით ადამიანი დაესწრო. 

დღის ამბები