06 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
ისრაელის ხელისუფლება პალესტინელების მიერ გამოცხადებული რისხვის მეორე დღისთვის ემზადება

ისრაელის ხელისუფლება პალესტინელების მიერ გამოცხადებული რისხვის მეორე დღისთვის ემზადება. 8 დეკემბერი მოძრაობა "ჰამასის" მიერ ახალი ინტიფადის დაწყების დღედაა გამოცხადებული. საპროტესტო გამოსვლების ახალ ტალღას ტრადიციული პარასკევის ლოცვის შემდეგ ელოდებიან.

მასობრივი არეულობის აღსაკვეთად ხელისუფლებამ იერუსალიმში უსაფრხოების ზომები გააძლიერა. ძველი ქალაქის შესასვლელებში და წმინდა ადგილებში სამართალდამცველების დამატებითი ჯგუფებია მობილიზებული.

დონალდ ტრამპის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, ვითარება მთელს რეგიონში დაიძაბა. სამხედროებთან შეტაკებების შედეგად ასზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

გვიან ღამით ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტაც გაუშვეს, რასაც ისრაელის არმიამ ავია იერიშით უპასუხა.

დღის ამბები