06 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ე.წ. "განქორწინების გეგმაზე" შეთანხმება მიღწეულია

ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ე.წ. "განქორწინების გეგმაზე" შეთანხმება მიღწეულია. მხარეები ვაჭრობის საკითხზე და გარდამავალ პერიოდზე მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არიან.

კონსულტაციები ბრიუსელში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხარეები შეთანხმდნენ ირლანდიის საზღვრის სადაო სტატუსზე, რაც ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის დიალოგის დაწყების მთავარი ბარიერი იყო.

მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეთანხმებას მიღწიეს, ტერეზა მეი ლონდონიდან ბრიუსელში ჩავიდა და კონსულტაციების შედეგები მედიას ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად გააცნო.

დღის ამბები