06 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
პოლიტიკური დევნა - ქართველი ოპოზიციონერები უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურებიან

„ეს პოლიტიკური დევნა, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების ეპოქა საქართველოში დაიწყო 2013 წელს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა. ეს პრობლემა სწორედ აქედან არის დაწყებული, იგივე მიხეილ სააკაშვილს ამის შედეგად მოუწია ქვეყნის დატოვება,“ – ეს განცხადება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. .

უგულავას თქმით, პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების პრობლემის მოგვარება საქართველოში უნდა დაიწყოს.

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, თამარ კეკენაძე იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება  მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდება.

„მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვაფასებთ პრეზიდენტ სააკაშვილის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში, ფაქტია, რომ მის მიმართ უკრაინაში პოლიტიკური ნიშნით დევნის ყველანაირი ნიშანი გვაქვს,“ - განაცხადა კეკენაძემ.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა წუხელ ღამით დააკავეს. 

დღის ამბები