06 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
უნიკალური აღმოჩენა ეგვიპტეში - ქალაქ ლუქსორში მკვლევარებმა ორი უძველესი სამარხი აღმოაჩინეს

არქეოლოგების უნიკალური აღმოჩენა ეგვიპტეში - ქალაქ ლუქსორში მკვლევარებმა ორი უძველესი სამარხი აღმოაჩინეს, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-15-14 საუკუნეებით თარიღდება.

ერთ-ერთ აკლდამაში აღმოჩენილია, დაახლოებით, 3500 წლის მუმია, რომელიც, სავარაუდოდ, დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელს ეკუთვნის. აქვე ნაპოვნია უძველესი ხისა და თიხისგან დამზადებული ჭურჭელი და არტეფაქტები.

მეცნიერების განცხადებით, კედლებზე გაკეთებული ჩანაწერები მოწმობს, რომ სამარხები მეთვრამეტე დინასტიის, კერძოდ, ფარაონ ტუტმოს მეოთხეს მმართველობის პერიოდს მიეკუთვნება.

დღის ამბები