22 დეკემბერი 2024,   15:54
ვრცლად
„უმაღლესი კატეგორიის ღალატი“ - მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურის ქმედებებზე საუბრობს

„ეს არის უმაღლესი კატეგორიის ღალატი,“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პროკურატურის შესახებ გააკეთა სასამართლო დარბაზში გააკეთა, სადაც მისი აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო მსჯელობს. 

"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას თავდაპირველად უთხრეს, რომ არ აკავებდნენ და მხოლოდ უკრაინის გენერალურ პროკურორს, იური ლუცენკოს სურდა მასთან საუბარი. 

„როდესაც ვიყავი სახურავზე, როდესაც მოვახდინე ჩვენი მომხრეების მობილიზება, ჩემთან მოვიდა პროკურორი და მითხრა, რომ გამოაგზავნა გენერალურმა პროკურორმა ლუცენკომ და იძლეოდა პატიოსან სიტყვას და მეუბნებოდა, რომ თქვენ არავინ დაგაკავებთ, თქვენ წამოხვალთ ჩემთან ერთად და ლუცენკოს უნდა საუბარი, რის შემდეგაც მე დავბრუნდი ბინაში და იგივე პროკურორი ჯიბიდან იღებს ფურცელს და მაჩვენებს, რომ ეს იყო დაკავების ოქმი. ეს არის უმაღლესი კატეგორიის ღალატი, როდესაც პროკურატურის სახელით ხდება და ეს გახლავთ სწორედ პროკურატურისათვის დამახასიათებელი სახე," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სასამართლო ამ წუთებში შესვენება გამოცხადდა, მოსამართლე სავარაუდოდ გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა, რა დროსაც ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა.

დღის ამბები