22 დეკემბერი 2024,   15:53
ვრცლად
მიხეილ სააკლაშვილი "კურიერს" სასამართლო დარბაზიდან ჩაერთო

ინფორმაციას, რომ პატიმრობის შეფარდების შემდეგ უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს რუსეთს გადასცემს, თავად საქართველოს ექსპრეზიდენტი არ ადასტურებს. ის ამბობს, რომ ამის შესახებ ერთ-ერთ არხთან საუბრისას იხუმრა. 

რაც შეეხება სოლიდარობის აქციას, რომელიც კიევში გუშინ გაიმართა, როგორც "კურიერთან" საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, გუშინ უკრაინის ხელისუფლებამ მაიდნის აქციების შემდეგ პირველად იხილა ასეთი მასშტაბური აქცია. მისივე თქმით, ხალხი არის დიდი ძალა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მხარდამჭერები მის საცხოვრებელ სახლთან ათენებდნენ ღამეებს. 

„როცა პირველად წაართვეს ჩემი თავი პოლიციას, იქ ერთმა ადამიანმა გადაისხა ბენზინი და ძლივს გამოვგლიჯე ხელიდან სანთებელა, თავს იწვავდა. ისეთი რაღაცეები ჩაატარეს, ძალიან მაგარი ხალხია," - აცხადებს სააკაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის შთაბეჭდილების ქვეშ არის უკრაინელი ხალხის გმირობით. მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ მხარდამჭერებს საქართველოში, რომლებიც ამ წუთებში სოლიდარობის აქციას მართავენ.

სააკშვილის ვარაუდობს, რომ საპატიმროში არ გადაიყვანენ, რადგან უამრავი ხალხია შეკრებილი და ასე უკრაინის ხელისუფლება აღარ გარისკავს.

„საპატიმროში უკვე ვეღარ ბედავენ იმიტომ, რომ იმდენი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, რომ ახლა რომ დამაპატიმრონ, მთელს ციხეს დაშლიან აგურებათ, ახლა სახე რომ შეინარჩუნონ საშინაო პატიმრობა იქნება. რა თავის აგდებაა, რა საშინაო პატიმრობა?!“ - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოში ექსტრადირებას, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის თავად ყოფილ პემიერს ბიძინა ივანიშვილს.

„მაგი ივანიშვილმა იკითხოს, თორემ მე არ მეშინია. თუ უკრაინიდან გამოატანენ ჩემს თავს კი, მაგრამ თუ გამოატანენ ჩემი თავი შემოევლოს ორ ოლიგარქს, მაგრამ მერე? ახლა იწყება მაგათი თავდავიწყებნა. აქ ისეთი გამოცდილება მაქვს მიღებული, რომ ვარდების რევოლუცია მაგათთვის მოგონილია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეგანხსენებთ, რომ ეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში გააკეთა. ის სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე.  

დღის ამბები