06 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
ავსტრიაში ბუნებრივი აირის უმსხვილეს საცავში აფეთქება მოხდა

ავსტრიაში ბუნებრივი აირის უმსხვილეს საცავში აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემით დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი. ობიექტი, სადაც რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მარაგი ინახებოდა, სლოვენეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. აფეთქების შემდეგ საცავში ხანძარი გაჩნდა.

გავრცელდა ცნობა, რომ დაშავებულთა რიცხვი 60-მდე იყო, თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ცეცხლი კი უკვე ლოკალიზებულია.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული. ბრაუმგარტენის საცავიდან იმპორტირებული რუსული გაზი გერმანიასა და საფრანგეთში იგზავნება.

ავარიის გამომწვევ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

 

ფოტო: bbc.com

დღის ამბები