06 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა.

დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა. პენტაგონის მომავალი წლის საბაზისო ბიუჯეტი 626 მილიარდ დოლარს შეადგენს. დამატებითი 66 მილიარდი კი, ამერიკის საზღვრებს გარეთ ოპერაციებს მოხმარდება.

პირველად თავდაცვის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცალკე გამოყოფილია მუხლი, სადაც რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებაა საუბარი. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ეს გადაწყვეტილება, 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრით, ასევე სხვა აგრესიული ქმედებებით არის განპირობებული.

ევროპაში რუსეთის აგრესიის შეკავებისთვის შეერთებულმა შტატებმა 5 მილიარდ დოლარამდე გამოყო. 350 მილიონი კი, უკრაინისთვის იარაღის გადაცემითვის არის გათვალისწინებული.

დღის ამბები