06 ოქტომბერი 2024,   12:16
ვრცლად
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. რექს ტილერსონი ოფიციალურ ფხენიანს შეხვედრასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას სთავაზობს. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, ის ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან წინასწარი პირობების დაწესების გარეშე, მოლაპარაკებების გამართვაზე თანახმაა, თუმცა მთავარი საკითხი კვლავ ფხენიანის ბირთვული პროგრამა იქნება.

ტილერსონის განმარტებით, შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის მიერ მსგავსი იარაღის ფლობას ვერ შეეგუება. 

დღის ამბები