06 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ძლიერი წყალდიდობა იტალიაში - საცხოვრებელი სახლების დატოვება ასობით ადამიანს მოუხდა

ძლიერი წყალდიდობაა იტალიაში. გადაუღებელი წვიმების გამო, ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადავიდა და დასახლებები დატბორა. საცხოვრებელი სახლების დატოვება ასობით ადამიანს მოუხდა.

ყველაზე მეტად პროვინცია რეჯო-ემილია დაზარალდა, სადაც სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.

სინოპტიკოსების პროგნოზით, იტალიაში გადაუღებელი წვიმები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

დღის ამბები