06 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
ტრამპის ფავორიტი კანდიდატი დამარცხდა - სენატში ალაბამის შტატს "დემოკრატი" წარმომადგენელი ეყოლება

ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად სენატში ალაბამის შტატს "დემოკრატი" წარმომადგენელი ეყოლება. დაგ ჯონსმა არჩევნებში მთავარი ოპონენტი "რესპუბლიკელი" როი მური დაამარცხა.

დონალდ ტრამპის ფავორიტმა კანდიდატმა ხმების 48, "დემოკრატმა" ჯონსმა კი, 49 პროცენტი მოაგროვა. როი მურის მარცხი სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა პრეზიდენტისთვის, რადგან სენატში "რესპუბლიკელებმა" ერთი ადგილი დაკარგეს.

თავად მური დამარცხებას არ აღიარებს და ხმებში მცირე სხვაობას საეჭვოდ მიიჩნევს. მხარდამჭერებთან შეხვედრაზე "რესპუბლიკელმა" კანდიდატმა განაცხადა, რომ ჯერ ყველაფერი დასრულებული არ არის. მისმა კონკურენტმა კი, დონალდ ტრამპისგან Twitter-ის საშუალებით მილოცვაც მიიღო.

კამპანიის პერიოდში როი მური მოზარდ გოგონებზე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, თუმცა კანდიდატი ყველა ბრალდებას უარყოფს.

დღის ამბები