06 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი ლონდონში "ვარსკვლავური ომების" ევროპულ პრემიერას დაესწრნენ

პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი ლონდონში "ვარსკვლავური ომების" ევროპულ პრემიერას დაესწრნენ. ძმებმა წითელ ხალიჩაზე ჩაიარეს და ფილმში მონაწილე მსახიობებსაც შეხვდნენ. რაიან ჯონსონის მიერ გადაღებული სურათში სათაურით "უკანასკნელი ჯედაი" ჰარი და უილიამი ეპიზოდურ როლებს ასრულებენ.

ორივე უცხოპლანეტელ ჯარისკაცს ასახიერებს. ჰარის და უილიამის ეპიზოდები ლონდონის კინოსტუდიის ერთ-ერთ პავილიონში შარშან გადაიღეს. ვარსკვლავური ომების რიგით მერვე სერიის პრემიერა ალბერტ-ჰოლში გაიმართა.

სიმბოლურად წითელ ხალიჩაზე პრინცებს რობოტი დახვდა და ჩაფხუტებით დაასაჩუქრა. 

დღის ამბები