06 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
ბელგიის სასამართლო კატალონიის ყოფილი ლიდერის ესპანეთისთვის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

ბელგიის სასამართლო კატალონიის ყოფილი ლიდერის ესპანეთისთვის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. ინფორმაციას კარლეს პუჩდემონის ადვოკატები ავრცელებენ. ბრიუსელში დღეს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე ასევე იმსჯელებენ იმაზე, მოხდება თუ არა ავტონომიის ხელისუფლების კიდევ 4 ყოფილი წევრის მადრიდში ექსტრადირება. ესპანეთის სასამართლომ რეგიონის ყოფილი პრეზიდენტის და მისი კაბინეტის წევრების დაკავების ორდერი 3 ნოემბერს გამოსცა. მათ კატალონიის ესპანეთისგან დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, აჯანყების მოწყობა, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ედებათ ბრალად.

დღის ამბები