06 ოქტომბერი 2024,   12:17
ვრცლად
აშშ რუსეთს, უკრაინის აღმოსავლეთში მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული რეგიონების დაბომბვის შეწყვეტისკენ და მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატები რუსეთს, უკრაინის აღმოსავლეთში მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული რეგიონების დაბომბვის შეწყვეტისკენ და მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა. ჰიზერ ნოიერტის თქმით, ვაშინგტონი შეშფოთებულია უკრაინაში ძალადობბის ესკალაციისა გამო. მისი განცხადებით რეგიონში ძალადობის დასრულება, ასევე შეერთებულ შტატებთან და საეთაშორისო საზოგადოებასთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რუსეთის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. 

დღის ამბები