06 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
აშშ ირანს იემენელი ამბოხებულების შეიარაღებაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანს იემენელი ამბოხებულების შეიარაღებაში ადანაშაულებს. ვაშინგტონის ერთ-ერთ ბაზაზე ნივთმტკიცებებიც გამოფინეს, მათ შორის, ირანული რაკეტის ფრაგმენტები, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები და დრონები, რომლებიც იემენში აღმოაჩინეს.

გაეროში ამერიკის ელჩის ნიკი ჰეილის განცხადებით, ნაპოვნ ჭურვებს შორისაა იმ რაკეტის ფრაგმენტებიც, რომელიც ამბოხებულმა ჰუსიტებმა ელ რიადის აეროპორტის მიმართულებით გაისროლეს.

ვაშინგტონი ირწმუნება, რომ ირანი გაეროს რეზოლუციებს არღვევს და საერთაშორისო გაერთიანებამ თეირანის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს.

დღის ამბები