06 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში - არიან გარდაცვლილები

ძლიერ მიწისძვრას ინდონეზიაში ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. 6.5 მაგნიტუდის ბიძგები კუნძულ იავაზე დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად დაინგრა შენობები და საცხოვრებელი სახლები. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 3 ადამიანი, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში შესაძლოა, ხალხი იყოს მოყოლილი.

სეისმოლოგების განცხადებით, ეპიცენტრი 92 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ ტაკის-მალაიასთან მდებარეობდა, თუმცა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ რყევები ჯაკარტაშიც იგრძნობოდა. მიწისძვრის შემდეგ ინდონეზიის სანაპიროზე ცუნამის საფრთხეც გამოცხადდა, თუმცა განგაში მალევე გაუქმდა.

დღის ამბები