06 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
შეტაკებები პალესტინელებსა და სამხედროებს შორის მსხვერპლით დასრულდა

ახლო აღმოსავლეთში პალესტინელებსა და სამხედროებს შორის შეტაკებები მსხვერპლით დასრულდა. დაშავდა 160-ზე მეტი ადამიანი. შეტაკებები ღაზის სექტორთან და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ დაიწყო.

ასობით პალესტინელი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების წინააღმდეგ აქციებზე გამოვიდა და სამართალდამცველებს დაუპირისპირდა.

ოფიციალური მონაცემებით, არეულობის შედეგად 4 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სამხედროებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც ერთ-ერთი აქტივისტი ჯარისკაცს დაესხა თავს და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

 

ფოტო - reuters

დღის ამბები