06 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ უნდა დაიმსახუროს მოლაპარაკების უფლება - რექს ტილერსონი

ჩრდილოეთ კორეამ უნდა დაიმსახუროს მოლაპარაკების უფლება. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გაეროს უშიშროების საბჭოში გააკეთა, სადაც ფხენიანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა. რექს ტილერსონმა მოლაპარაკებების განახლებისთვის ფხენიანის რაიმე წინაპირობის მიღება გამორიცხა.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თეთრი სახლის პოზიციაც, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის პრობლემა სამხედრო გზით გადაჭრას.

რექს ტილერსონამდე სხდომაზე სიტყვით უშიშროების საბჭოში ჩრდილოეთ კორეის მუდმივი წარმომადგენელი გამოვიდა. მისი თქმით, ფხენიანის ქმედებები არც ერთი სხვა ქვეყნის ინტერესებს ზიანს არ აყენებს, შეერთებულ შტატებს კი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ძალის ეშინია. 

დღის ამბები