06 ოქტომბერი 2024,   12:19
ვრცლად
ავსტრიის მთავრობა ერთადერთი ევროპული ქვეყანა ხდება, რომელსაც ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენეები ეყოლება

ავსტრიის მთავრობა ერთადერთი ევროპული ქვეყანა ხდება, რომელსაც ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენეები ეყოლება. ორთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ სებასტიან კურცმა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებული „სახალხო პარტიის“ ლიდერი და მომავალი პრემიერმინისტრია, „თავისუფლების პარტიასთან“ კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას მიაღწია.

გარიგების დეტალები სებასტიან კურცს არ დაუკონკრეტებია. უცნობია, რამდენ მინისტრთა პორტფელს მიიღებენ ულტრამემარჯვენეები.

შეთანხმების დეტალები მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კოალიციურ გარიგებაზე თანხმობას პრეზიდენტი იტყვის. ლიდერები შეთანხმების დეტალებს პრეზიდენტს დღესვე გააცნობენ.

კონსერვატორებსა და ულტრამემარჯვენეებს ერთობლივი მუშაობის გამოცდილება უკვე აქვთ. მათი კოალიციური მთავრობა ავსტრიას 2000-2005 წლებში მართავდა.

დღის ამბები