06 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
გაერო-ს უშიშროების საბჭო იერუსალიმის სტატუსზე იმსჯელებს

გაერო-ს უშიშროების საბჭო ხვალ იერუსალიმის სტატუსის გარშემო შექმნილ სიტუაციას განიხილავს. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ქალაქის ამჟამინდელი სტატუსის ცვლილება უკანონოდ ცხადდება.

არსებული ინფორმაციით, პალესტინის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი გაერო-ს უშიშროების საბჭოში ეგვიპტურმა დელეგაციამ შეიტანა.

დოკუმენტის თანახმად, „ნებისმიერ გადაწყვეტილებებს და ქმედებებს, რომლებიც წმინდა ქალაქ იერუსალიმის ხასიათის, სტატუსისა და დემოგრაფიული შემადგენლობის ცვლილებას ითვალისწინებს, არ გააჩნია იურიდიული ძალა, არის უკანონო და უნდა გაუქმდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად“. 

დღის ამბები