21 დეკემბერი 2024,   22:26
ვრცლად
დაკავება იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებისთვის

სამართალდამცველებმა 50 წლამდე ასაკის მამაკაცი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ოპერაცია თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს წარმომადგენებმა ჩაატარეს.

"ეჭვმიტანილის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი და 4 საბრძოლო ვაზნა," - ნათქვამია განცხადებაში. 

დანაშული, დამტკიცების შემთხვევაში, ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები