06 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
ჩილეს სამხრეთ რაიონები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა

ჩილეს სამხრეთ რაიონები სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. გადაუღებელმა წვიმებში რეგიონში მასშტაბური მეწყერი გამოიწვია, რომელმაც ერთი სოფელი მთლიანად ჩაიტანა.

დასახლებაში მთლიანად განადგურებულია ასობით საცხოვრებელი სახლი.

წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 15-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

დაზარალებული რაიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

დღის ამბები