06 ოქტომბერი 2024,   12:18
ვრცლად
კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრები კვლავ გაძლიერდა

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრები კვლავ გაძლიერდა. ცეცხლის ახალი კერების გაჩენა სტიქიის ზონაში ძლიერმა ქარმა გამოიწვია, რის გამოც რეგიონში ევაკუაციის ახალი ბრძანება მიიღეს.

მოსახლეობა სანტა ბარბარას დასახლებებს ტოვებს.

მასშტაბურ ტყის ხანძრებს კალიფორნიის შტატში დეკემბრის დასაწყისიდან ებრძვიან. სტიქიის შედეგად რეგიონში 2 ადამიანი დაიღუპა, დამწვარია ათასობით ჰექტარი მიწის ფართობი და ათასზე მეტი შენობა. 

დღის ამბები