06 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
მასშტაბური ავარია ვაშინგტონო - არიან დაღუპულები და დაშავებულები

3 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული. ვაშინგტონის შტატში მასშტაბური ავარიის დროს დაღუპულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცავს ადგილობრივი ხელისუფლება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა კრიტიკულია. 

სამგზავრო მატარებელი, რომელიც სიეტლიდან პორთლენდში მიემგზავრებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა, რის შემდეგაც მატარებლის შემადგენლობის 2 ვაგონი ხიდიდან გადავარდა და ავტომაგისტრალზე მოძრავ მანქანებს დაეცა.

ავარიის დროს 78 მგზავრი და 7 მომსახურე პერსონალი იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზები. ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ვითარების შესწავლის მიზნით, ვაშინგტონიდან შემთხვევის ადგილზე, 20 კაციანი ჯგუფი გაგზავნა. საჯარო ინფორმაციის ოფიცერი ბრუკ ბოვა ამბობს, რომ მაშველებს შემთხვევის ადგილზე რთული ვითარება დახვდათ.

მომხდარ კატასტროფას უკვე გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. აშშ-ის პრეზიდენტმა ინფრასტრუქტურის მოდერნიზების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემადგენლობამ დღეს პირველად ახალ დაგებულ სარკინიგზო ხაზზე გაიარა, რომლის მშენებლობაც 180 მილიონი დოლარი დაჯდა.

დღის ამბები