06 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
შეერთებული შტატები ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიას აქვეყნებს

შეერთებული შტატები ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ სტრატეგიას აქვეყნებს. 68 გვერდიან დოკუმენტში საუბარი არის საქართველოზეც. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ სტრატეგიაში ნათქვამია, რომ რუსეთმა, საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რეგიონში სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევისთვის მზადყოფნის დემონსტრირება მოახდინა.

"რუსეთი აგრძელებს მეზობელი ქვეყნების დაშინებას მუქარის შემცველი ნაბიჯებით, მათ შორის ბირთვული პოტენციალის გაძლიერებით და შეტევითი ხასიათის შეიარაღების განთავსებით," - წერია დოკუმენტში.

თეთრ სახლში შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთსა და ჩინეთს ასახელებენ.

დღის ამბები