06 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
ინდონეზიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

8 ადამიანი დაიღუპა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ინდონეზიაში. უბედური შემთხვევა კუნძულ იავაზე მოხდა. დაშავებულია სულ მცირე 8 ადამიანი. მიწისა და ქვიშის საფარის ქვეშ ჩარჩენილებს სამაშველო სამსახურებთან ერთად მოხალისეებიც ეძებენ.

სამაშველო ოპერაციაში მძიმე ტექნიკაც არის ჩართული. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ადგილობრივების მიერ წიაღისეულის თვითნებური მოპოვების დროს მოხდა. 

დღის ამბები